ისანში დატრიალებულ ტრაგედიაზე ახალი დეტალები ირკვევა - დამნაშავე იდენტიფიცირებულია

isani

"პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა, რომ ისანში, სისხლიანი დაპირისპირების დროს დაჭრილი სამი პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი, ადგილობრივია.  საბეკიების ოჯახი მეთექვსმეტე კორპუსში ცხოვრობს. ოჯახიდან სამი წევრია დაშავებული. 

რაც შეეხება კიდევ ერთ დაშავებულს, როგორც "დირსის" მცხოვრებლები აცხადებენ, გელა შელიაა. 

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ დაპირისპირებაში 10-მდე პირი მონაწილეობდა. როგორც დაშავებულების მეზობლები ამბობენ, სამართალდამცველები დამნაშავეს საცხოვრებელი კომპლექსის მცხოვრებლებს შორის ეძებენ. 

როგორც ერთ-ერთი მათგანი იხსენებს, დაჭრილმა მამაკაცმა, რომელმაც არც კი იცოდა, რის გამო აღმოჩნდა დაპირისპირებაში თქვა: "ვკვდები და ვერ გავიგე რატომ... რა დავაშავე?!" - აცხადებს მეზობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით,  დამნაშავე იდენტიფიცირებულია. საქმეზე გამოძიება 108-ე და 19/109 მუხლით მიმდინარეობს.