1731614151
სტიქიის ზონაში 90-ზე მეტი ერთეული მძიმე ტექნიკა ცხრა პრიორიტეტულ მდებარეობაზე მუშაობას აგრძელებს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი რაჭის სტიქიის ზონაში მუშაობას, მეშვიდე დღეა, აგრძელებს.
მიმდინარე შველა-ძიების სამუშაოების შესახებ განახლებულ მონაცემებს მინისტრი ირაკლი ქარსელაძე დილით სტიქიის ზონაში მოწყობილ საველე შტაბში გაეცნო.
ამ დროისთვის სტიქიის ზონაში სულ მობილიზებულია 90 ერთეული მძიმე ტექნიკა.
ტექნიკის საშუალებით შველა-ძიების სამუშაოები მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ ცხრა პრიორიტეტულ მდებარეობაზე.
ასევე, დაწყებულია ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136 კმ-ზე, მდინარე ჭანჭახზე, სტიქიის შედეგად წაღებული მეორე დროებითი ხიდის ნაცვლად, ახალი დროებითი სარმის ხიდის აწყობა-მონტაჟის სამუშაოები.
მძიმე ტექნიკის რაოდენობის გაზრდის საჭიროებისთვის მობილიზებულია დამატებითი რესურსი.
ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.