პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საბერძნეთის პოლიციის გავრცელებულ ანგარიშში აქცენტი კრიმინალურ საქმიანობაზეა, სადაც არასრულწლოვნები არიან ჩართულები, მათ შორის მოხვდნენ ქართველი მოზარდებიც.
დაჯგუფებები, რომლებზეც სამართალდამცველები საუბრობენ საკმაოდ დიდია. 200-მდე მოზარდი 16 კრიმინალურ ბანდაშია გაერთიანებული. ისინი თავს ტურისტებს ესხმიან, ძარცვავენ, ქურდობენ, ყიდიან ნარკოტიკებს და ქალებს აუპატიურებენ.
საბერძნეთის პოლიცია მომდევნო თვეებში კრიმინალური შემთხვევების ზრდას პროგნოზირებს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
"ატიკაში, დაახლოებით, 16 აქტიური ახალგაზრდული ბანდა მოქმედებს, სადაც დაახლოებით, 160-180 წევრი ერთიანდება. ესაა კრიმინალური აქტივობის მქონე ჯგუფები, რომლებიც ყოველდღიურად იზრდება და მოსალოდნელია, რომ შემდგომ თვეებში თავიანთი საქმიანობა კიდევ უფრო გაამძაფრონ. მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, არასრულწლოვანთა დაკავების სტატისტიკა გაიზარდა.
საბერძნეთის პოლიციამ ასევე განაცხადა, რომ დაახლოებით, 60-70 არასრულწლოვანი ტურისტულ ზონაში თავს დამსვენებლებს ესხმიან. როგორც აღინიშნა, „აკროპოლისისა და მონასტირაკის მიდამოებში არასრულწლოვანთა ხუთი ჯგუფი მოქმედებს, რომელთაგან თითოეული მინიმუმ 12 წევრისგან შედგება.
ამ დაჯგუფებებში შედიან: ბერძნები, ალბანელები, ქართველები, ეგვიპტელები და პაკისტანელები. ისინი ქურდობენ, ძარცვავენ, ნარკოტრაფიკში მონაწილეობენ და დაპირისპირებებში ცივ იარაღს იყენებენ.
ბოლო დროს, 31 ქურდობის ფაქტი მოხდა, არასრულწლოვნები ამ დაჯგუფეფებიდან განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან და ყველა შემთხვევაში ფიზიკური ძალადობისა და დანის მუქარის გამოყენებით მსხვერპლს აყაჩაღებენ.
ამავე დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ კალითეასა და მოსჩატოში არასრულწლოვანთა სამი ბანდა მოქმედებს, თითოეულში დაახლოებით რვა წევრისგან შედგება, ისინი ქართველებისა და ალბანელები არიან. მონაწილეობენ ძირითადად ქურდობაში, ძარცვასა და ნარკოტიკებით ვაჭრობაში.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის აგვისტოში, საქმე აღიძრა ექვს უცხოელზე, ძირითადად - არასრულწლოვანზე.
არასრულწლოვანთა დანაშაულის მაჩვენებლები შემაძრწუნებელია - 2021 წელს არასრულწლოვანებმა 12 ადამიანი მოკლეს, მათი მონაწილეობით 26 გაუპატიურების ფაქტი დაფიქსირდა, 422-ს სხეულის დაზიანება და 213 ადამიანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს." - წერს გამოცემა.