1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ბრაიტონზე, მერვე ქუჩა, ქართველებს შორის მომხდარი ფიზიკური ანგარიშსწორების ეპიცენტრი იყო. ადგილობრივი დროით 12 საათსა და 39 წუთზე, გამვლელებმა 911-ში დარეკეს, პოლიციას ინფორმაცია მიაწოდეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.
შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს უგონო მდგომარეობაში მყოფი, მამუკა ყულოშვილი დახვდათ. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. პაციენტს დანით მიყენებული, 20-მდე ჭრილობა ჰქონდა. სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ მალევე დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ის გიორგი ხაჟალიაა.
მძიმედ დაჭრილი 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა - მამუკა ყულოშვილის მკვლელობის საქმეზე ამერიკული მედიაც წერს. თვითმხილველებზე დაყრდნობით ჟურნალისტები ამბობენ, რომ მოკლული და დაკავებული, ერთმანეთს იცნობდნენ. ორივე ბრაიტონის ქუჩაზე ცხოვრობდა. კონფლიქტის დროს გიორგი ხაჟალიამ სახლიდან სამზარეულოს დანა გამოიტანა და მამუკა ყულაშვილს რამდენჯერმე დაარტყა.
მკვლელობის მოტივზე, განსხვავებული ვერსია აქვს მამუკა ყულოშვილის ოჯახს საქართველოში. "კურიერთან" საუბრისას მოკლულის მეუღლე დეტალურად აღწერს რა მოხდა ბრაიტონზე ქართველებს შორის. ნანიკო ჯერენაშვილი უარყოფს, რომ დაპირისპირებულები ერთმანეთს იცნობდნენ. ქალი ამბობს, რომ მისი ქმარი, სასიკვდილოდ ავტომობილის, კონკრეტულ ადგილას გაჩერების გამო გაიმეტეს .
„მამუკა ყულოშვილი ნასვამი არ ყოფილა, ის მეორე პირი იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, ის ადამიანი და მამუკა არც დიდი ხნის მეგობრები არ ყოფილან და არც იცნობდნენ ერთმანეთს, უბრალოდ, იქვე ახლოს ცხოვრობდა ის ადამიანი. მამუკა სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა და პარკირების ადგილის გამო აუშარდა ის ადამიანი, აქ რატომ აჩერებ მანქანასო. შემდეგ მოუვიდათ შეკამათება და მამუკა ყულოშვილმა უთხრა, ხვალ ვილაპარაკოთო, რადგან ის ადამიანი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. მაგრამ მამუკა ყულოშვილს თავი არ დაანება და მოუვიდათ შელაპარაკება. შეაგინა მამუკა ყულოშვილს, ამან ვერ მოითმინა. შემდეგ იმან ჩამოიტანა დანა და აი ასე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა“, - განაცხადა მამუკა ყულოშვილის მეუღლემ ნანა ჯერენაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულ ხაჟალიას, თავდაპირველად ბრალი თავდასხმისთვის წაუყენეს. მას შემდეგ, რაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი მამუკა ყულოშვილი გარდაიცვალა, ბრალდება მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
სანდრა რულოვსმა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილი მოინახულა
,,ისე შემეცოდა ჩემი თავი, რომ ერთხელ ვიტირე...“ - გურამ შეროზია ცხოვრების რთულ პერიოდზე წერს