9 წლის გოგოს გაუპატიურებისა და მკვლელობის საქმე 50 წლის შემდეგ, დნმ-ის ანალიზით გაიხსნა

დნმ

9 წლის გოგონას გაუპატიურებისა და მკვლელობის საქმე 50 წლის შემდეგ, დნმ-ის ანალიზით გაიხსნა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

9 წლის გოგონა, სახელად დები ლინ რენდალი 1972 წლის 13 იანვარს მაშინ გაიტაცეს, როდესაც ის სამრეცხაოდან სახლისკენ მიემართებოდა. 

არასრუწლოვნის სხეული 16 დღის შემდეგ იპოვეს. ცხედარს სექსუალური ძალადობისა და წამების კვალი აღენიშნებოდა. თუმცა, მაშინ გამოძიებამ მკვლელის ვინაობა ვერ დაადგინა. 

ყველაფერს ნათელი 50 წლის შემდეგ მოეფინა - როდესაც დნმ-ის ანალიზის ჩატარება გახდა შესაძლებელი. 

ცხედარზე აღმოჩენილი თმითა და ქსოვილის ნაწილით გამომძიებლებმა მკვლელის ვინაობა დაადგინეს - ის 24 წლის უილიამ როუსი იყო, რომელმაც 1974 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

ასევე ნახეთ:

„უყურებ, შენი საყვარელი მამა ნელ-ნელა როგორ ხდება სხვა ადამიანი... არაფერი ვიცოდი და მასაც გავუმწარე ცხოვრება და მეც გავიმწარე...“ - ნანიკო ხაზარაძის ემოციური ეთერი

„სრულიად დაუგეგმავი რაღაც მოხდა, ეს ნახევრად ველური, აფხაზი ბიჭი შემიყვარდა” – სოხუმში სამუშაოდ წასული ქართველი გოგონას ამბავი

როგორ გადაარჩინა ციხის უფროსმა, მოსამართლე თამარ ალანიას მამის მკვლელი დახვრეტას - ინტერვიუ