პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ოთხი ადამიანი დაშავდა კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა, ამოტრიალდა, რასაც შედეგად, ოთხი ადამიანის დაზიანება მოჰყვა.
დაშავებულები, თავდაპირველად, ყვარლის ჰოსპიტალში მოათავსეს, შემდეგ ორი ქალი, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში, ხოლო 7 და 15 წლის არასრულწლოვნები, თბილისში გადაიყვანეს.
ექიმების განმარტებით, დაშავებულების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, გადაყვანის მიზეზი, სახის არეში მიღებული ტრავმები გახდა, რაც აუცილებელ კვლევებს საჭიროებს.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.