პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, 31 წლის კაცმა თანასოფლელები ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა.
გიორგი ფარსადანიშვილმა, 71 წლის მეზობლებს, გივი კობერიძესა და მერაბ ზალუაშვილს სასიკვდილო ჭრილობები იმ დროს მიაყენა, როცა ორივე მათგანი სოფლის ცენტრში, პენსიის რიგში იდგა.
თანასოფლელების ვერსიით, შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე ბრალდებულსა და ერთ-ერთ მოკლულს შორის, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შემდეგ, ორივე მამაკაცი სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილი ამ დრომდე პოლიციის ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ასევე ნახეთ:
,,გვინდა, საზოგადოება გავაფრთხილოთ" - საპატრიარქო მიმართვას ავრცელებს