,,გვინდა, საზოგადოება გავაფრთხილოთ" - საპატრიარქო მიმართვას ავრცელებს

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში თვითმარქვია სასულიერო პირის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,ე. წ. მღვდელი ნიკოლოზ მამცელიძე. სოციალური ქსელის მეშვეობით ჩვენთვის ცნობილი გახდა პიროვნების შესახებ, რომელიც, როგორ ფოტოდან ჩანს, სასულიერო პირის შესამოსლითა და ჯვრით არის წარმოდგენილი. ირკვევა, რომ იგი საზოგადოებას მღვდელ ნიკოლოზ მამცელიძის სახელით ეცნობა.

ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება არ არის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ხელდასხმული.

ამიტომ გვინდა საზოგადოება გავაფრთხილოთ, არ შევიდეს შეცდომაში და იცოდეს, რომ ამ პიროვნების ნებისმიერი ქმედება თვითნებური და დამაბრკოლებელია", - წერს საპატრიარქო.

ასევე ნახეთ:

,,ჩემო ციმციმა გოგო... გული მაქვს გაგლეჯაზე, რომელი გიტიროთ, არ ვიცი..." - ქუთაისის აეროპორტთან ავარიისას დაღუპული გოგოს ვინაობა ცნობილია

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

,,ისევ ატირდა ჩემი გეგუთი... საამაყო შვილები დაიღუპნენ..." - რას წერენ ქუთაისში მომხდარ უმძიმეს ავარიაზე სოციალურ ქსელში