11 წლის მკვლელის, მერი ბელის საქმე: მეძავი დედა 4 წლის გოგონას საკუთარ კლიენტებთან სექსუალურ კავშირს აიძულებდა

მერი ბელი


მკვლელების ხსენებაზე სისხლი გვეყინება, მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, როცა ეს მკვლელები ბავშვები არიან. 

მერი ბელი (26 მაისი, 1957 წ.)

მერი ბელი ერთ-ერთი ყველაზე „ცნობილი“ გოგონაა ბრიტანეთის ისტორიაში. 1968 წელს, 11 წლისამ, 13 წლის შეყვარებულთან, ნორმასთან ერთად, ორთვიანი ინტერვალით დაახრჩო ორი ბიჭი - 4 და 3 წლის. ბრაიან ჰოუ (3 წლის) მკვდარი სარეველებისა და ბალახის ქვეშ იპოვეს მარტინ ბრაუნის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში. გარდაცვლილს თმა მოჭრილი ჰქონდა, თეძოებზე ნანემსრები ეტყობოდა, ნაწილობრივ მოკვეთილი ჰქონდა სასქესო ორგანო. გარდა ამისა, მის მუცელზე ჰქონდა ნიშანი ასო „მ“-ს სახით. როდესაც გამოძიება მერი ბელთან მივიდა, მან თავი გასცა, როცა დეტალურად აღწერა გატეხილი მაკრატელი, რომლითაც, გოგონას თქმით, ბრაიანი თამაშობდა. მაკრატელი მერის დანაშაულის უტყუარი მტკიცებულება გახდა.ოჯახურმა გარემომ შესაძლოა გავლენა მოახდინა მერის უჩვეულო ქცევაზე. დიდი ხნის განმავლობაში მას ეგონა, რომ ჩვეულებრივი კრიმინალის, ბილი ბელის ქალიშვილი იყო, მაგრამ დღემდე უცნობია მისი ნამდვილი ბიოლოგიური მამა. მერი ამტკიცებდა, რომ დედამისი, ბეტი, რომელიც მეძავი იყო, 4 წლის ასაკიდან აიძულებდა მას სექსუალური კავშირის დამყარება მამაკაცებთან, განსაკუთრებით - დედის კლიენტებთან. სასამართლო პროცესი დასრულდა, მაგრამ კანონის მიხედვით, მერის არასრულწლოვნების გამო პატიმრობა ვერ მიუსაჯეს. გამოძიებამ დაასკვნა, რომ მერის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ან პრობლემური თინეიჯერების სკოლა-ინტერნატში გადაყვანა ასევე სავსე იყო რისკით. ამიტომ, სრულწლოვანებამდე იგი ცხოვრობდა ანტისოციალური ბავშვების სპეციალურ თავშესაფარში, შემდეგ კი მურ-კურტის ციხეში. სასამართლო პროცესის დროს მერის დედამ არაერთხელ მიჰყიდა შვილის ამბავი პრესას. გოგონა მხოლოდ 11 წლის იყო, ის მხოლოდ 23 წლის შემდეგ გაათავისუფლეს. ახლა სხვა სახელითა და გვარით ცხოვრობს. ეს საქმე ცნობილია, როგორც მერი ბელის საქმე.