უკრაინის უმაღლესმა რადამ პირველ ვიცე-პრემიერად და ენერგეტიკის მინისტრად დენის შმიგალი მეორე კენჭისყრაზე დანიშნა

დენის შმიგალი

უკრაინის უმაღლესმა რადამ დენის შმიგალი მეორე კენჭისყრაზე უკრაინის პირველ ვიცე-პრემიერად და ენერგეტიკის მინისტრად დანიშნა.

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა რადას 248 დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო ორი დეპუტატი, 20-მა თავი შეიკავა, ხოლო 33-მა მხარი არ დაუჭირა.

გუშინ, 13 იანვარს, კენჭისყრისას უკრაინის უმაღლესმა რადამ დენის შმიგალი უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა, თუმცა მისი ენერგეტიკის მინისტრად და პირველ ვიცე-პრემიერად დანიშვნას მხოლოდ 210 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რაც თანამდებობაზე დანიშვნისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

მანამდე კი, უკრაინის უმაღლესმა რადამ მიხაილ ფედოროვის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას დაუჭირა მხარი.