1775900504
უელსის პრინცმა და პრინცესამ საშობაო ფოტო გამოაქვეყნეს
დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეებმა უელსის პრინცმა და პრინცესამ ტრადიციული საშობაო პორტრეტი გამოაქვეყნეს. ამის შესახებ BBC წერს.
ფოტოზე უილიამი და ქეითი შვილებთან, ჯორჯთან, შარლოტასთან და ლუისთან ერთად არიან აღბეჭდილები. სურათი ფოტოგრაფმა მეტ პორტუამ გადაიღო.













