WHO: საჭიროა კვლევები, რათა უკეთ გავიგოთ, იცავენ თუ არა მოსახლეობას არსებული ვაქცინები „ომიკრონისგან“

WHO

მეტი კვლევაა საჭირო იმის დასადგენად, უზრუნველყოფენ თუ არა არსებული ვაქცინები საკმარის დაცვას „ომიკრონი“ ვარიანტისგან,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ.

ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

„საჭიროა  კვლევები, რათა უკეთ გავიგოთ, რამდენად შეუძლია კოვიდის „ომიკრონ“ ვარიანტს თავი აარიდოს ვაქცინების შედეგად გამომუშავებულ იმუნიტეტს“,- აცხადებენ ჯანმოში.

WHO-ში აღნიშნავენ, რომ დამატებითი მონაცემები „ომიკრონის“ წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტურობისა და აღნიშნულ ვარიანტზე მორგებული დოზების საჭიროების შესახებ უახლოეს კვირებში იქნება ხელმისაწვდომი.

შეგახსენებთ, რომ 10 იანვარს, ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტზე მორგებული ვაქცინა მარტში იქნება მზად.