1728420497
WHO: მომდევნო ორი თვის განმავლობაში, ევროპის რეგიონის მოსახლეობის 50%-ზე მეტი კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტით დაინფიცირდება
მომდევნო ორი თვის განმავლობაში, ევროპის რეგიონის მოსახლეობის 50%-ზე მეტი კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტით დაინფიცირდება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.
ინფორმაციას bfmtv-ი ავრცელებს.
„ომიკრონი“ ვარიანტის გავრცელების ტემპის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მეტრიკისა და შეფასების ინსტიტუტი (IHME) პროგნოზირებს, რომ რეგიონის მოსახლეობის 50%-ზე მეტი „ომიკრონი“ შტამით მომდევნო ექვსიდან რვა კვირის განმავლობაში დაინფიცირდება“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.
ჰანს კლუგეს თქმით, აღნიშნულ ვარიანტს ისეთი მუტაციები აქვს, რომელიც მას საშუალებას აძლევს, უფრო ადვილად შეეკრას უჯრედებს და ის ადამიანებიც კი დააინფიციროს, რომლებიც ადრე იყვნენ ინფიცირებულნი ან ვაქცინირებულნი.