კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს
1727984940
მედიცინის დოქტორი გიორგი კავკასიძე სოციალურ ქსელში ომიკრონის შესახებ წერს და განმარტავს, რატომ არ უნდა ვენდოთ ანტიგენის სწრაფ ტესტს.
„ომიკრონის გავრცელებასთან დაკავშირებით ამერიკის წამლის სააგენტოს (FDA) რეკომენდაციას აქვეყნებს
თუ პაციენტს აქვს კოვიდ-19 სიმპტომები, ან კონტაქტი ჰქონდა სიმპტომებიანთან, ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფითი რეზულტატი სასურველია, რომ გადამოწმდეს მოლეკულური (PCR) ტესტით. რადგან ომიკრონის N-ცილის მუტაციის გამო, სწრაფი ტესტი ხშირად ცრუ-უარყოფით პასუხს იძლევა.
სიმპტომებიან პაციენტში ანტიგენის სწრაფი ტესტის დადებითი პასუხი უმეტესწილად ზუსტია.
ომიკრონით ინფიცირების ადრეული სიმპტომებია
– სურდო
– ცემინება
– თავის ტკივილი
– ყელის ტკივილი (ჩახეხილი ყელი)
– ზურგის ტკივილი
ამ სიმპტომებს შეიძლება დაემატოს
– შემცივნება და/ან მაღალი სიცხე
– ხველა
– სისუსტე
– კუნთების და/ან სახსრების ტკივილი
– ყნოსვის და/ან გემოვნების დაკარგვა
– პირღებინება/გულისრევის შეგრძნება
– კუჭის აშლილობა,“ - წერს გიორგი კავკასიძე.