VIDEO: რა არის ,,ჭინჭრის ციება" და როგორ უნდა ვუმკურნალოთ - ბიძინა კულუმბეგოვის რჩევები

bidzina kulumbegovi

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მწვავე ,,ჭინჭრის ციებაზე", მის გამომწვევ მიზეზებსა და მკურნალობის მეთოდებზე საუბრობს.

მისი თქმით, ურტიკარია, ანუ მწვავე ჭინჭრის ციება სხვადასხვა მიზეზებით არის გამოწვეული.

,,წამყვანი და ძირითადი გამომწვევი ინფექციებია, შემდგომ არის მედიკამენტები, მათ შორის, ანტიბიოტიკები და ანთების საწინააღმდეგო არასტერილური საშუალებები. ასევე, კვებითი დანამატები და მწერის ნაკბენი.

კვლევების შედეგად დადგენილია, რომ ბავშვების თითქმის 80%-ს მწვავე ურტიკარიის მიზეზად ევლინება ვირუსული, ბაქტერიული ან პარაზიტული დაავადებები", - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

ექიმი დაავადებაზე დეტალურად საუბრობს და საზოგადოებას რეკომენდაციებით მიმართავს, რომელიც შეგიძლიათ მოისმინოთ ვიდეოში ⬇️

 

ცნობისთვის, ურტიკარია, რომელიც საზოგადოებაში გავრცელებულია სახელით ჭინჭრის ციება, ალერგიული დაავადებაა, რომლის დროსაც კანზე ჩნდება ნასუსხის მსგავსი გამონაყარი. სწორედ ამიტომ დაერქვა დაავადებას ჭინჭრის ციება.

ურტიკარიას ახასიათებს კანის ზედაპირიდან ამობურცული, შეშუპებული, მოწითალო, თეთრი ან უცვლელი ფერის დროებითი გამონაყარი (ერთი ან მრავლობითი). გამონაყარი მასზე ზეწოლის შედეგად დროებით ფერმკრთალდება, არ ტოვებს კვალს, არის სხვადასხვა ზომის, ახასიათებს ქავილი. შესაძლოა პერიოდულად თავისით უკვალოდ გაქრეს და შემდეგ კვლავ გაჩნდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე.