საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს

 ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. პარიზში, ირაკლი კობახიძე ემანუელ მაკრონის მიწვევით, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

მთავარი განსახილველი თემები მეცნიერება, კვლევა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებია.

საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი სამიტის მონაწილე ლიდერების პატივსაცემად მართავს. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერები - საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.