1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, Covid 19-ის ახალ შტამს სხვა ვარიანტებისგან განსხვავებით, თვალებიდან გამონადენი, შეწითლება და ქავილი ახასიათებს. პროფესორის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
ჩხაიძის თქმით, Covid 19-ის ახალი შტამის სიმპტომებს ასევე განეკუთვნება ყელის მსუბუქი ტკივილი, თავის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა, ხველა და ცემინება.
ამასთან, ივანე ჩხაიძე დასძენს, რომ მონაცემების თანახმად, Covid 19-ის ახალი შტამით მიმდინარე ვირუსული დაავადება განსაკუთრებული სიმძიმით არ გამოირჩევა და ის ჯანმოს აქტიური მონიტორინგის ქვეშ იმყოფება.
“კორონავირუსის ახალი ვარიანტი XBB.1.16 პირველად ინდოეთში მარტის დასაწყისში გამოჩნდა და რამდენიმე კვირის შემდეგ ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება გამოიწვია. ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, რამდენიმე შტატში ნიღბის ტარება სავალდებულო გახდა. ახალ ვარიანტს მეორე სახელიც აქვს Arcturus-ი, რაც ვარსკვლავის სახელია. ამ ვარიანტს “ომიკრონის” წინა ვარიანტთან შედარებით გააჩნია ერთი დამატებითი მუტაცია, რაც მის უფრო იოლ გავრცელებას განაპირობებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ეს ვარიანტი შეყვანილი ჰყავს იმ ჯგუფში, რომელსაც ჰქვია - “კორონავირუსის ვარიანტები მონიტორინგის ქვეშ”. ის სხვა 6 ვარიანტთან ერთად ჯანმოს აქტიური მეთვალყურეობის და მონიტორინგის ქვეშ იმყოფება.
Arcturus-ი “ომიკრონის” ქვეჯგუფს წარმოადგენს, შესაბამისად, დაავადების მიმდინარეობა არ გამოირჩევა განსაკუთრებული სიმძიმით. მისი სიმპტომებია: ყელის მსუბუქი ტკივილი, თავის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა, ხველა, ცემინება. ამასთან, აქ ერთი დამატებითი სიმპტომია, რომელიც “კორონავირუსი” სხვა მუტაციებს არ ახასიათებდათ, ეს არის კონიუნქტივიტი, ანუ თვალებიდან გამონადენის არსებობა, შეწითლება და ქავილი. ეს ამ ვარიანტისთვის უფრო დამახასიათებელია. ნახეთ სრულად