თუ ბალი თქვენი საყვარელი ხილია, ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა იცოდეთ

ბალი

ზაფხულის სეზონულ ხილს შორის ბევრისთვის საყვარელი ხილი - ბალია. ტკბილი ბალი სიფრთხილით უნდა მიიღონ ჭარბი წონის, ინსულინორეზისტენობის  მქონე ადამიანებმა და დიაბეტით დაავადებულებმა. მართალია, ბალი არ არის მაღალკალორიული ხილი, თუმცა იგი შეიძლება ურთიეთქმედებაში შევიდეს ინსულინთან და ამიტომ ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ მასში შემავალი შაქარი.

შაქრისა და უჯრედისის მაღალი შემცველობის გამო, ბლის ჭარბად მიღებამ შეიძლება გაამწვაოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები, კერძოდ, გამოიწვიოს მეტეორიზმი, კუჭში დუღილი, ნაწლავებში ბუყბუყი და ალერგიული შეტევა.

ბალში არსებული ვიტამინები ორგანიზმში დიდ ხანს არ ნარჩუნდება. ბალის მიღების დროს ზომიერება უნდა დავიცვათ. ორგანიზმისთვის სარგებლის მისაღებად საკმარისია დღეში სამი პეშვი ბალის მირთმევა.

 

წყარო: mkurnali.ge