ციპროფლოქსაცინი – ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ

ციპროფლოქსაცინი – ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ

ბაქტერიული ინფექციები შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ორგანოსა და ორგანოთა სისტემაში – საშარდე გზებში, სასუნთქ გზებში, კანისა და რბილ ქსოვილებში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ძვლებსა და სახსრებში. მათი დროული დიაგნოზი და მკურნალობა ხშირად გადამწყვეტია, რადგან ინფექციები შესაძლოა სერიოზულ გართულებებში გადაიზარდოს.

ბაქტერიული ინფექციების მკურნალობის პროცესში ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებად და სანდო პრეპარატად ციპროფლოქსაცინი „ციპროლაიფ 500” მიიჩნევა. მას ფართო სპექტრის მოქმედება გააჩნია და გამოიყენება როგორც შედარებით მსუბუქი, ისე რთული და სერიოზული ინფექციების დროს.

ციპროფლოქსაცინის მოქმედება ეფუძნება ბაქტერიების ისეთი ფერმენტების დათრგუნვას, როგორებიცაა დნმ-გირაზა და ტოპოიზომერაზა IV. ეს ფერმენტები აუცილებელია ბაქტერიული დნმ-ის რეპლიკაციისა და მეტაბოლური პროცესებისთვის, ამიტომ ციპროფლოქსაცინი ფაქტობრივად აჩერებს მიკროორგანიზმების გამრავლებასა და ზრდას.

რა ტიპის ინფექციების დროს გამოიყენება პრეპარატი?

ციპროფლოქსაცინს აქვს უნარი შეაღწიოს სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილებში, რის გამოც ეფექტიანია მრავალი ტიპის ინფექციის წინააღმდეგ. ესენია:

საშარდე გზების ინფექციები – ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი და შარდსასქესო სისტემის სხვა ბაქტერიული ანთებები.
● სასუნთქი გზების ინფექციები – ბრონქიტი, პნევმონია, სინუსიტი, ტონზილიტი და სხვა.
● კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები – ჩირქოვანი ანთებები, ინფიცირებული ჭრილობები, დამწვრობების ინფექციები, აბსცესები და სხვა ისეთი მდგომარეობები, როდესაც ბაქტერიების გავრცელება სწრაფად მიმდინარეობს.
● საჭმლის მომნელებელი სისტემის ინფექციები – ბაქტერიული დიარეა, სალმონელა, შიგელოზი, ინფექციური ენტეროკოლიტი და მუცლის ღრუს ზოგიერთი ინფექცია.
● ძვლებისა და სახსრების ინფექციები – ოსტეომიელიტი და ინფიცირებული სახსრები. გამოიყენება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საჭიროა ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპია.
● სისხლის ინფექციები (სეფსისი) – გამოიყენება კომბინირებულ მკურნალობაში.

როგორ უნდა მივიღოთ ციპროფლოქსაცინი მაქსიმალური ეფექტისთვის?

პრეპარატის ეფექტიანობა დიდწილად დამოკიდებულია მის სწორად მიღებაზე. იმისათვის, რომ ბაქტერიები სრულად განადგურდეს აუცილებელია ინფექციის სიმწვავის მიხედვით სწორად შეირჩეს პრეპარატის დოზა და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა.

ჩვეულებრივ, მოზრდილებში ინიშნება ციპროფლოქსაცინის 250–500 მგ-იანი დოზა დღეში 2-ჯერ, ინფექციის ტიპისა და სიმძიმის მიხედვით. მძიმე ან რთულად სამკურნალო ინფექციების დროს ექიმმა შეიძლება დოზა გაზარდოს.

პრეპარატის მიღება აუცილებელია რეგულარულად, ერთსა და იმავე დროს, ერთი და იგივე ინტერვალებით. უმჯობესია ჭამის შემდეგ, რათა შემცირდეს კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება.

ციპროფლოქსაცინის მიღება არ არის რეკომენდებული რძესთან ან რძის პროდუქტებთან ერთად, რადგან ისინი ამცირებს მედიკამენტის აქტიური ნივთიერებების შეწოვას.

კურსი საშუალოდ გრძელდება 5-14 დღე, თუმცა ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მკურნალობა არ უნდა შეწყდეს სიმპტომების გაუმჯობესებისთანავე, რადგან არასრულად ნამკურნალებ ინფექციებს ახასიათებს რეციდივი.

რატომ არის აუცილებელი მედიკამენტის მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით?

ციპროფლოქსაცინი ძლიერმოქმედი ანტიბიოტიკია, ამიტომ მისი თვითნებური ან არასწორი მიღება შეიძლება სერიოზული საფრთხის შემცველი იყოს. პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმი დარწმუნდეს, რომ ინფექცია ნამდვილად ბაქტერიითაა გამოწვეული და არა სხვა მიკროორგანიზმებით, რადგან ანტიბიოტიკი ეფექტიანია მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ. გარდა ამისა, პრეპარატმა, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები, ასევე, შევიდეს ურთიერთქმედებაში სხვადასხვა მედიკამენტთან ან დანამატთან. ამ პროცესების კონტროლი კი აუცილებელია სპეციალისტთან ერთად.

ცალკე უნდა აღვნიშნოთ ანტიობიოტიკორეზისტენტობის საკითხიც, რაც თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. საქმე ისაა, რომ არასწორი ან უკონტროლო ანტიბიოტიკოთერაპიისას ბაქტერიები დროთა განმავლობაში ძლიერდება და აღარ რეაგირებს მკურნალობაზე, რის შედეგადაც ინფექციები გაცილებით რთულად სამართავი ხდება. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად უმნიშვნელოვანესია მკურნალობის პროცესში ექიმის აქტიური ჩართულობა და უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვა.

რა უპირატესობები აქვს ციპროლაიფ 500-ს?
მედიკამენტის ეფექტს განსაზღვრავს არა მხოლოდ მოქმედი ნივთიერება, არამედ მისი ხარისხი, დოზირება და ბიოშეღწევადობა. ამ მხრივ, შეგვიძლია განვიხილოთ ციპროფლოქსაცინი. მისი მთავარი უპირატესობებია:

ოპტიმალური დოზა (500 მგ) – ეს დოზირება ითვლება სტანდარტულად და განსაკუთრებით ეფექტიანია საშუალო და მძიმე ბაქტერიული ინფექციების დროს.
მაღალი ხარისხი და სანდოობა – პრეპარატი დამზადებულია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც უზრუნველყოფს ნივთიერებების სტაბილურ შეწოვას.
● მაქსიმალური ბიოშეღწევადობა – ციპროლაიფ 500-ის ფორმულა ადვილად აღწევს ინფექციის კერაში – სასუნთქ სისტემაში, საშარდე გზებში, კუნთებსა და რბილ ქსოვილებში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რაც აჩქარებს მკურნალობის ეფექტს.
● სტაბილური კონცენტრაცია ინფიცირებულ ქსოვილებში – აქტიური ნივთიერებები ქსოვილებში საკმარისი დროის განმავლობაში ნარჩუნდება,  რაც ეხმარება ორგანიზმს ბაქტერიებთან უფრო ეფექტიანად ბრძოლაში.

სად შეიძენთ ციპროფლოქსაცინს?

მედიკამენტის ოფიციალური იმპორტიორი საქართველოში „სმარტფარმია“. მის შეძენასაც, სააფთიაქო ქსელების გარდა, კომპანიის ვებგვერდზე, შემდეგ ლიკზე დაკლიკებით შეძლებთ - შეიძინეთ ციპროფლოქსაცინი „ციპროლაიფ 500” ონლაინ

აღსანიშნავია, რომ „სმარტფარმი“ 2012 წლიდან ამარაგებს ადგილობრივ ფარმაცევტულ ბაზარს ორიგინალი, სერტიფიცირებული და მაღალი ხარისხის ევროპული პრეპარატებით. ამასთან, ის მომხმარებლებს სთავაზობს ონლაინ პლატფორმას Smartpharm.ge, რომელზედაც შესაძლებელია მის მიერ შემოტანილი პროდუქტების შეძენა ოფიციალური იმპორტიორის გარანტიით.