თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფიცირებულთა, ჰოსპიტალიზებულთა და გარდაცვლილთა 90%-ზე მეტი ის ადამიანები არიან, რომლებიც იმუნიზაციაზე უარს ამბობენ

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფიცირებულთა, ჰოსპიტალიზებულთა და გარდაცვლილთა 90%-ზე მეტი ის ადამიანები არიან, რომლებიც იმუნიზაციაზე უარს ამბობენ.

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ტელეკომპანია ,,იმედთან“ საუბრისას განუცხადა.

„საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით ინფიცირებულთა შორის 96%, ჰოსპიტალიზებულთა შორის 94,4% და გარდაცვლილთა შორის 99% არ იყო ვაქცინირებული.

„ომიკრონი“ არ არის უწყინარი ვარიანტი კოვიდის. ასეთი ციფრების შემდეგ თუ კიდევ ვინმე ვაქცინაციას არ მიიჩნევს აუცილებლად, ეს უბრალოდ გაუგებარია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.