დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დაავადებათა კონტროპლის ეროვნული ცენტრი ადასტურებს, რომ „ომიკრონთან“ ერთად საქართველოში „ომიკრონის“ მეორე შტამი, BA.2-იც ვრცელდება. ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტის გიორგი ფხაკაძის ცნობით, ის წინა შტამთან შედარებით, 1.5-ჯერ სწრაფად ვრცელდება.
„ახალი კოვიდის „ომიკრონი“ (BA.2) უკვე საქართველოშია ძველ „ომიკრონთან“ შედარებით 1.5-ჯერ უფრო გადამდებია. კოვიდგადატანილები (სავარაუდოდ, BA.1 ომიკრონითაც), ორჯერ აცრილები „ფაიზერით“ და სინოვაკი/სინოფარმით აცრილები არ არიან დაცული.
არა ერთი კვლევა უკვე დაიდო, რომ „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ ვაქცინები არ იცავენ ადამიანებს კოვიდის „ომიკრონის“ ვარიანტისგან! დიახ, „სინოვაკმა“ და „სინოფარმმა“ დაკარგა ეფექტურობა კოვიდის ომიკრონის წინაშე.
ასევე, ცნობილია, რომ მხოლოდ „ფაიზერის“ მე-3 დოზა აძლევს დაცულობის 70-90% და თუ ვაქცინირებული ადამიანი დაინფიცირდა (30-10%) ამ დაინფიცირებულებში სიკვტილიანობა 0.1% არის და ჰოსპიტალიზაცია დაახლოებით, 1%.
ბოლო სიახლეები ასევე „ჯოგური იმუნიტეტის“ შესახებ. კოვიდ გადატანილების იმუნიტეტი არ იცავს ადამიანს ხელახლა დაინფიცირებისგან. განსაკუთრებით, ომიკრონის ახალი შტამის (BA.2) შემთხვევაში, რომელიც უკვე გავრცელებულია საქართვრლოში!
რა ვქნათ:
აიცერით მხოლოდ „ფაიზერით“ ან „მოდერნას“ ვაქცინით 3 დოზით! ორი დოზა ფაიზერი და მოდერნა ვეღარ გიცავთ (დაახლოებით 30% დაცულობა აქვს). სინოფარმი და სინოვაკს საერთოდ ვერ გიცავთ 3 დოზაც.კოვიდ გადატანილი „იმუნიტეტი“ არ/ვერ გიცავთ და აიცერით ფაიზერით ან მოდერნას ვაქცინით 3 დოზით. გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე. დაიცავით დისტანცია და აერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. ხშირად დაიბანეთ ხელები. გაანიავეთ ოთახები/შენობები ხშირად. იარეთ სუფთა ჰაერზე ამით “დ” ვიტამიბს მიიღებთ მიირთვით ყოველდღიურად 5 სხვადასხვა ხილ/ბოსტნეული. ამით ნატურალურად მიიღებთ საჭირო ვიტამინებს. შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა“, - წერს ფხაკაძე.