როგორი მიმდინარეობა აქვს „ომიკრონის“ ქვეტიპებს

koronavirusi

საქართველოში ერთდროულად კორონავირუსის 4 ვარიანტი ცირკულირებს. 95% -ით ომიკრონი, თუმცა, პარალელურად, ახალი შტამის კიდევ 2 ქვეტიპიც ვრცელდება.

ბოლო პერიოდში, ეპიდემიოლოგების ყურადღებას Ba 2 იქცევს. ის ხასიათდება უფრო სწრაფი გავრცელებით, თუმცა აგრესიულია და მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს .

210 ათას გადასცდა იმ ინფიცირებულების რიცხვი, ვინც დღეს სახლში, კოვიდსასტუმროსა თუ კლინკებში გადის მკურნალობას. მაღალი აქტიური შემთხვევების ფონზე საკოორდინაციო საბჭოზე ჯანდაცვის სამინისტროს შესაძლებლობებიც განიხილეს. მიაჩნიათ, რომ ამ ეტაპზე, პაციენტების ნაკადების მართვის თვალსაზრისით, პრობლემები არ არის.

პანდემიის კონტროლი ვაქცინაციის გზით არის შესაძლებელი - დღეს ეს ექიმების მთავარი რეკომენდაციაა. ორჯერ აცრილები ინფიცირებისგან 86 %-ით არიან დაცულები, ჰოსპიტალიზაციისგან 90, 6 %-ით , ხოლო გარდაცვალებისგან 95%-ით. ბუსტერის გაკეთების შემთხვევაში ყველა ეს მაჩვენებელი 99 %-მდე იზრდება .

როდის გადაივლის ომიკრონის პიკი - სპეციალისტებს ჯერ პროგნოზების გაკეთება უჭირთ, რადგან ვირუსის გავრცელების მასშტაბები ისევ მზარდია და დადებითობის მაჩვენებელი 34% -მდეა, ეს იმას ნიშნავს, რომ „ომიკრონი“ მასობრივად ცირკულირებს ქვეყანაში.