1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრისა და სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით, ცენტრის თანამშრომლებისთვის ერთდღიანი ტრენინგი-სემინარი გაიმართა თემაზე „თანასწორობის უფლება და დისკრიმინაციის პრევენცია,“ რომელიც მოიცავდა სამედიცინო დაწესებულებისთვის მეტად მნიშვნელოვან საკითხებს:
თანასწორობის უფლება; ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომები შშმ პირებთან მიმართებით; სექსუალური შევიწროების პრევენცია და საკანონმდებლო რეგულირება.
ტრენინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი, პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი სოფო ხაჟომია მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე საუბრობს:
„პირველი პრეცედენტია ამ ფორმატით ცენტრის სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობის კუთხით. ჩვენი პრიორიტეტია ვითანამშრომლოთ, გავიზიაროთ ის მიდგომები, გამოცდილებები და პრეცედენტები, რომელიც მოგვცემს საშუალებას ვუზრუნველყოთ ჩვენი პრიორიტეტული ამოცანის შესრულება - ადამიანის უფლებების, პაციენტის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტით მუშაობა. კერძოდ, განვახორციელოთ პრევენციული ღონისძიებები, შევიმუშაოთ მექანიზმები, რომელიც თავიდან აგვაცილებს უფლების დარღვევის ფაქტებს სპეციფიკური გარემოებების ვითარებაში, ფსიქიატრიული დახმარების უზრუნველყოფის პროცესში. ეს თანამშრომლობა განამტკიცებს ნდობას ინსტიტუციებს შორის, გვაძლევს საშუალებას გავიზიაროთ გამოცდილება, მიდგომები, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთო მიზნების აღსრულების საქმეში, ადამიანის უფლებების და პაციენტის უფლებების მაღალი სტანდარტის დაცვით მივაწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს საჭირო ფსიქიატრიული დახმარება“.
სემინარის ფარგლებში ცენტრის პერსონალი პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე სამართლებრივი რეგულირების არსს, პრობლემასთან ბრძოლის მექანიზმებს, მეთოდოლოგიას და მიდგომებსაც გაეცნო.
„ტრენინგის ფარგლებში აუცილებელი ცოდნა და უნარები შევიძინე, განსაკუთრებით საინტერესო დისკრიმინაციის შესახებ თანამშრომელთა ჩართულობა და ქმედებების ნაწილი იყო, ჩემთვის ბუნდოვანი საკითხების ირგვლივ საპრეზენტაციო პროგრამებით და დისკუსიით მივიღე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის მიზანი კანონით და მორალური ასპექტებით გათვალისწინებული დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესაძლებლობა და თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფაა“, - განაცხადა ტრენინგის მონაწილემ, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის საექთნო მიმართულების ხელმძღვანელმა ეკა კურტანიძემ
მსგავსი ტრენინგები ცენტრის თანამშრომლებისთვის კვლავაც გაგრძელდება, ამას ცენტრის პროფესიული განვითარების მიმართულების სამსახური ინტენსიურ რეჟიმში უზრუნველყოფს.