ევროპის საბჭოს ორგანიზებით ჩატარებულ ტრენერთა ⚖️ ტრენინგში სამოცდაოთხმა მოსამართლემ, ადვოკატმა, პროკურორმა და აკადემიური სფეროს წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა

ევროპის საბჭო

2022 წლის 12-20 დეკემბერს, ევროპის საბჭომ გამართა ტრენერთა ტრენინგი (ToT) იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისათვის. 64 მოსამართლემ, ადვოკატმა, პროკურორმა და აკადემიური სფეროს წარმომადგენელმა, რომელთა უმეტესობას გააჩნდა სწავლების გამოცდილებაც, მონაწილეობა მიიღო ტრენერთა ტრენინგში. ამ ღონისძიების მიზნებისათვის, მონაწილეები დაიყო სამ ჯგუფად. თითოეულმა ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო სამ დღიან ტრენინგში. 

ToT-ს გააჩნდა რამდენიმე მიზანი: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საკითხებზე მინიმუმ საბაზისო ცოდნის გადაცემა; ცოდნის შეფასება; ტრენერის როლთან მონაწილეთა თავსებადობის შემოწმება.

ToT ჩატარდა პროექტის „ადამიანის უფლებათა სტანდარტებისა და სწავლების იმპლემენტაციის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტის საბოლოო მიზანია, ეროვნული ტრენერების კომპეტენტური ჯგუფის ჩამოყალიბება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საკითხებზე.