ქვეყანაში მნიშვნელოვანი სიახლე ამოქმედდება
1773345198
„სამოქალაქო პიკნიკის“ ფორმატში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში ეკოგანათლების თემაზე საინტერესო ტრენინგები ჩატარდა.
მოწვეულმა ექსპერტმა ვიდა ვრუბლიაუსკენემ (ლიეტუვა) წარმოადგინა პრეზენტაცია „სამხრეთ ლიეტუვას მუნიციპალიტეტების ნარჩენების მართვა და მდგრადი განვითარების პროექტების მაგალითები“.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურისტმა ენვერ ჯაფარიძემ ისაუბრა „კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების“ შესახებ.
ტრენინგებს ესწრებოდნენ პროექტის - ,,კლიმატის ცვლილების მოტივაცია გურიაში - სამოქალაქო აქტივიზმი სუფთა სუფსისთვის“ სამიზნე სოფლების მოსახლეობა და ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლები.პროექტი მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი „საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO CAP)“ ფარგლებში, რომელსაც CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ახორციელებს საქართველოს ოთხ რეგიონში.
ქვეყანაში მნიშვნელოვანი სიახლე ამოქმედდება
1773345198
დასახელდა მარტის თვის ფავორიტი ნიშნები
1773345438
13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
1773343369