დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„მაიმუნის ყვავილი“ ეპიდემიოლოგიურად ცოტა გაურკვევლობას ტოვებს და მოლოდინის წინაშე გვაყენებს. აუცილებელია 3 საათზე მეტი 2-მეტრიანი კონტაქტი ადამიანებთან იმისთვის, რომ დავინფიცირდეთ, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა.
„ეს არ არის ინფექცია, რომელიც დაცემინებით გავრცელდება, მას დიდი პანდემიის გამოწვევა 99%-იანი ალბათობით არ შეუძლია. ქვეყანას ამ მიმართულებით მზაობა უნდა ჰქონდეს, არც ვაქცინა გვაქვს და არც ანტივირუსული პრეპარატი. დარწმუნებული ვარ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს განაცხადი აქვს გაკეთებული და მედიკამენტი ხელმისაწვდომი იქნება“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.