შეიძლება დღიურად 60 000-მდე შემთხვევა იყოს - ამირან გამყრელიძე მძიმე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას აანონსებს

ამირან გამყრელიძე

„ჩვენ შეიძლება პიკში შევიდეთ სადღაც თებერვლის პირველ დეკადაში და შეიძლება იყოს დღიურად 60 000-მდე შემთხვევა, რომლიდანაც ლაბორატორიულად გამოვლინდება დაახლოებით 20-30%, ანუ შეიძლება სადღაც გვქონდეს დღიურად 10-15 000-მდე შემთხვევა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გამყრელიძე ვარაუდობს, რომ „ომიკრონის“ პირობებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ნაკლები იქნება.

„ომიკრონის“ დროს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მერყეობს 5-დან 10%-მდე, მაშინ, როცა „დელტას“ დროს ეს მაჩვენებელი იყო 12, 15, 20%-მდე და უფრო აგრესიულად და მძიმედ მიმდინარეობდა. ამიტომ აქ, ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნა დიდი ალბათობით შემცირებული იქნება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.