პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
შილაკი თანამედროვე ქალბატონებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს, რადგან მისი საფარი ფრჩხილზე ხანგრძლივად ნარჩუნდება, წასმისას სწრაფად შრება და განსაკუთრებული სილამაზითაც გამოირჩევა.
ცნობილია, რომ მზის ულტრაიისფერი სხივები დაბერების პროცესს აჩქარებს და სიმსივნის გამომწვევ ერთ-ერთ პოტენციურ ფაქტორადაც გვევლინება. შილაქის გაშრობისა და პოლიმერიზების მიზნით ესთეტიკურ ცენტრებში სწორედ ულტრაიისფერი ნათურა გამოიყენება. სხივების ზემოქმედების გარეშე ლაქი ფრჩხილზე ვერ გამყარდება. სწორედ ულტრაიისფერი დასხივების წყალობით ინარჩუნებს შილაქი საოცარ სიმყარეს და არ ითხაპნება.
კანის კიბოს პრობლემებზე მომუშავე ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შილაქის შრობის პროცესი ქალბატონების ჯანმრთელობისთვის საზიანოა. განსაკუთრებით მას არ ურჩევენ ორსულ ქალბატონებს.
„კვლევებმა აჩვენა, რომ შილაქის პროცედურას ადამიანზე ნეგატიური ქიმიური გავლენაც აქვს, ამიტომ მას კატეგორიულად უკრძალავენ ფეხმძიმეებს. მიზეზი ნაყოფის განვითარების შესაძლო შეფერხებაა.
უხარისხო გელ-ლაქში აღმოჩენილი ფტალატები მძიმე კანცეროგენური ნივთიერებაა, რაც გარდა ორსულების ნაყოფის განუვითარებლობისა, სხვა არაერთ დაავადებას პროვოცირებს. ამიტომ პროცედურას ექიმები უკრძალავენ არასრულწლოვნებსაც“ - ამბობს კურიერი პს-ის სიუჟეტში პედიატრი თამარ ობგაიძე.
ექიმის თქმით, დაკვირვებამ აჩვენა, რომ ქალები, რომლებიც ორსულობის პერიოდში ხშირად მიმართავდნენ შილაქს, მათი შვილების 30%-ს ჰქონდა მეტყველების შეფერხება, ვიდრე მათთან რომლებიც ამ პროცედურას ორსულობის დროს არ იკეთებდნენ.