პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ნერვულ-ფსიქიკური სისუსტის შეგრძნებას, რომელსაც თან სდევს ფსიქიკური და ფიზიკური დატვირთვებისადმი ტოლერანტობის დაქვეითება, გაღიზიანებადობა, ხასიათის ლაბილობა, თავისა და კუნთების ტკივილი,ვეგეტატიური და ძილის დარღვევები ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ეწოდება. ამ მოვლენას აგრეთვე „მენეჯერის სინდრომს“, ასთენიურ სინდრომს“ ან საინფორმაციო ნევროზს უწოდებენ. მისი კლინიკური სურათი ფსიქიკური ჰიპერესთეზიის (ჰიპერმგრძნობელობის)მოვლენებით ხასიათდება, რაც პირველ რიგში დაღლილობის შეგრძნების აღქმაში აისახება. ჩივილებში პრევალირებს ზოგადი სისუსტე,აუტანელი დაღლილობა, სრული პროსტრაცია, სასიცოცხლო ტონუსის დაქვეითება, ფიზიკური და გონებრივი ფუნქციების დაქვეითება, ენერგიის უქონლობა, ჰიპერესთეზია (ჰიპერმგრძნობელობა). ისახება აგრეთვე სენსორული პერცეპცია (აღქმა): მაგ. სენსიბილიზაცია გარეგან გამღიზიანებლებზე: წყლისა და საათის ხმა, კარების ჭრაჭუნი ან აღინიშნება მომატებული ფიქსაცია ორგანიზმის ცხოველმყოფელობის სხვადასხვა ფუნქციებზე: ნაწლავთა პერისტალტიკა, გულისცემა, ამ დროს აგრეთვე გავრცელებულია კანის საფარველის ჰიპერმგრძნობელობა როდესაც მტკივნეულია თმის დავარცხნა, ტანსაცმლის შეხება და ა.შ.
ასთენიის ანუ ქრონიკული დაღლილობის სინდრომის კიდევ ერთი გამოვლინებაა თავის ტკივილი,იგი ცვლადი და მრავალფეროვანია: ზეწოლა, დაჭიმვა ჩხვლეტები. ასეთი ტიპის ტკივილებს ხშირად“ ნევრასტენიკის ჩაფხუტს“ ეძახიან. თავის მკვეთრი მოძრაობის დროს ტკივილი ირადირებს ხერხემლის გასწვრივ და ვრცელდება კიდურებზე. ტკივილის ინტენსივობა მერყეობს და იმატებს ფიზიკური დატვირთვისას, ცუდ ამინდში ან ტრანსპორტით მგზავრობისას. სინდრომს თან სდევს ვეგეტატიური გამოვლინებები; არტერიული ჰიპერტენზია, გულის არში ტკივილითა და ტაქიკარდიით. ხშირია ვეგეტატიური კრიზები სისუსტის უეცარი შეტევებით,თვალებში დაბნელებით,სიარულის გაძნელებით,სხეულში ვიბრაციის შეგრძნებითა და თავბრუსხვევით.
ძილ-ღვიძილის ციკლის დარღვევა ქრონიკული დაღლილობის სინდრომის წამყვანი სიმპტომია. თითქმის მთელი დღე დაავადებულები ძილიანები არიან, ხოლო მიუხედავად ამისა ღამით სძინავთ ზერელე ძილით, ხშირი გაღვიძებით, სიზმრებით, რომელთა შინაარსია დღის განმავლობაში დაგროვილი პრობლემები.
სტატისტიკა შემაშფოთებელია.აღმოჩნდა რომ პლანეტის მოსახლეობის 2.6%დაავადებულია ქრონიკული დაღლილობის სინდრომით.
წლებია მეცნიერები ცდილობენ გასცენ პასუხი - რა იწვევა ასეთ პათოლოგიურ დაღლილობას ადამიანში? უკანასკნელ წლებში გამოქვეყნდა ავსტრალიელი და ამერიკელი მეცნიერების გამოკვლევები რომელთა მიხედვით ქრონიკული დაღლილობის სინდრომის გამომწვევი მიზეზი-მუტაციაა, რომელიც იმუნური უჯრედების ზედაპირზე რეცეპტორების სტრუქტურას ცვლის. ეს კი თავის მხრივ ამტკიცებს რომ მილიონობით ადამიანი დედამიწაზე ასე ძალიან კი არ იღლება სამსახურში, არამედ ავადაა და მისთვის აუცილებელია მკურნალობა.დროული მკურნალობა კი ცხოვრების ნორმალური ტონუსის დაბრუნების საწინდარია. რაც უფრო მალე აღმოვაჩენთ ჩვენს თავში პრობლემას და დროულად მივმართავთ შესაბამის სპეციალისტს(ამ შემთხვევაში ნევროლოგს) მით უფრო სწრაფად და ეფექტურად მოვერევით პრობლემას. როდესაც ასეთი ტიპის დარღვევასთან გვაქვს საქმე, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი უკანასკნელი კალათა, სადაც შეგვიძლია ბურთი მოვათავსოთ, იმის შემდეგ რაც ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტული თუ ლაბორატორიული არსენალის გამოყენებით, გამოვრიცხოთ სხვა სახის სომატური პათოლოგია,რომელსაც შეიძლება ჰქონდეს მსგავსი სიმპტომატიკა და მის ქვეშ იმალებოდეს საყურადღებო დაავადება.
ექიმი მოგისმენთ, ექიმი გაგსინჯავთ, ექიმი გირჩევთ და გიმკურნალებთ. ცხოვრება გაგრძელდება უჩვეულო, ხალისიანი და მრავალფეროვანი. ამისათვის გვჭირდება მხოლოდ ერთი რამ: ჯანმრთელობა და მეტი არაფერი.
ექიმი-ნევროლოგი ირინე ურუშაძე
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
სპეციალისტთან კონსულტაციაზე ჩასაწერად
ტელ: 2 10 44 44