დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
როგორც წესი, ზაფხულობით განსაკუთრებით აქტუალური ხდება კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები, რომლებიც უმეტესად დიარეით (ფაღარათით) ვლინდება. ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი კი ზღვის სეზონია, რადგან ადამიანებს მეტ-ნაკლებად უჭირთ ჰიგიენის ნორმების ზედმიწევნით დაცვა.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, რომ ნაწლავური ინფექციები აგვისტო-სექტემბრის პერიოდში ყველაზე მეტად აქტიურდება და აქვე ვარაუდობს, რომ არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი.
„ინფექციების რაოდენობის მატება ახლა მკვეთრად გამოხატული არ არის, თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ ყოველწლიურად, ზღვის სეზონის დაწყებასთან ერთად ნაწლავური, როგორც ვირუსული, ასევე ბაქტერიული ინფექციების მკვეთრი მატება ფიქსირდება. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებიც ზღვაზე მიდიან, დაიცვან გარკვეული ჰიგიენური ნორმები, მოერიდონ ზღვის წლის ჩაყლაპვას. საკმაოდ ხშირია საკვებით ინტოქსიკაციის შემთხვევები, რაც გამოწვეულია მალფუჭებადი პროდუქტების მიღებით, რომელიც წესების დარღვევით არის შენახული. ვეცადოთ, რომ პროდუქტები სამაცივრე რეჟიმში შევინახოთ.
განსაკუთრებით საყურადღებო არიან რისკ-ჯგუფები და ასაკოვანი ადამიანები. ნაწლავური ინფექციები გაუწყლოვანებას მარტივად იწვევს, ამიტომ თუ ეს დაგვემართა, სითხე ადეკვატურად შეივსოს. თუ ეს სახლის პირობებში ვერ ხერხდება, საჭიროა ექიმს მივმართოთ.“ - აცხადებს გოგინავა.