„ხინკლის სახლის“ სამზარეულოში 21 წლის ახალგაზრდამ მძიმე დაზიანება მიიღო
1737289807
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 18 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით, ჩატარებული 74 245 კოვიდტესტიდან ინფიცირების 10 253 შემთხვევა დადასტურდა. უწყების ცნობით, ვირუსს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, მათი რიცხვი 7 508-ს შეადგენს.
ცნობისთვის, 13 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 616 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი.
4 ივლისიდან 10 ივლისის პერიოდში, გარდაიცვალა 3 პაციენტი.
10-17 ივლისის ჩათვლით, ქვეყანაში ვირუსს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.