როდის შეიძლება გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა „მაიმუნის ყვავილის" გამო - ნახეთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კრიტერიუმები

lockdown

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ მსჯელობა "მაიმუნის ყვავილის" აფეთქებისა და საერთაშორისო დონეზე საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შესახებ მსჯელობა დაასრულა.

საერთაშორისო უწყებამ შესაბამისი გადაწყვეტილება ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის სხდომაზე მიიღო და ექსპერტებმა ჯერჯერობით საგანგებო სიტუაციის გამოცხადება მიზანშეწონილად არ ჩათვალეს.

კომიტეტის წევრებმა ასევე, ვირუსის აფეთქების უჩვეულო მახასიათებლებზე ისაუბრეს, მათ შორის ვირუსის იმ ქვეყნებში გავრცელების შესახებ, რომელიც ამ დრომდე არ დაფიქსირებულა. 

დაკვირვებამ აჩვენა, რომ ინფიცირებულთა მაღალი რაოდენობა ახალგაზრდა კაცებზე მოდის.

კომიტეტმა სიტუაციის განვითარების ის შესაძლო სცენარებიც დაადგინა, რომელთა დროსაც მათი დღევანდელი დასკვნა გადაიხედება.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ:

მომდევნო 3 კვირის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება,

თუ შემთხვევების რაოდენობა სექსმუშაკებს შორის გაიზრდება,

თუ ახალ ქვეყნებში ვირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდება,

თუ ვირუსის გენომი შეიცვლება.