წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
შვებულებების პერიოდი აქტიურ ფაზაში გადავიდა, ქვეყანაში ამინდიც გაუმჯობესდა, ტემპერატურამ მკვეთრად მოიმატა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეები გეზს დასასვენებლად სხვადასხვა მიმართულებით აიღებენ. მნიშვნელოვანია, რომ ქალაქგარეთ გასვლისას, თან ყველაზე საჭირო მედიკამებნტებიც უნდა გავუყოლოთ.
„პრაიმტაიმის“ მკითხველს რჩევა-რეკომენდაციას ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა უზიარებს.
ალექსანდრე გოგინავა: პირველ რიგში, აუცილებელია ტექსაქმეტაზონი, რომელიც სხვადასხვა ალერგიული რეაქციების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. როგორც წესი, მისი გამოყენება ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არ შეიძლება, მაგრამ თუ ხართ ალერგიული და გაქვთ ნაკბენი, სასურველია დაუყოვნებლივ გამოიყენოთ.
ასევე, აუცილებელია თან სიცხის დამწევი საშუალებები გქონდეთ. თუ მაღალი ტემპერატურა გვაქვს და ვერ ვახერხებთ ექიმთან დაკავშირებას, ზაფხულის ტემპერატურამ შესაძლოა, ხელი დეჰიდრატაციას და ამიტომ თუ შესაძლებელია რომ ექიმის გარეშეც მიიღოთ, მიიღეთ ერთჯერადად. მაგალითად, პარაცეტამოლი.
კარგი იქნება, თუ ის ადამიანები, რომლებიც სალაშქროდ დადიან სპეციალურ ანტირეპელენტებს და მალამოებს გამოიყენებენ მწერების საწინააღმდეგოდ. ძალიან ბევრი შემთხვევაა ტკიპის ნაკბენის წელს, ამიტომ კანი და სამოსი უნდა დამუშავდეს.
თუმცა, კარგი იქნება, რომ საჭიროების შემთხვევაში ექიმს მივმართოთ და მისი რეკომენდაციით მივიღოთ ესა თუ უს პრეპარატი.