პირველად რეგიონში, თბილისი ევროპის დიგესტიური ქირურგიის მე-15 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

ექიმ

პირველად რეგიონში, თბილისი ევროპის დიგესტიური ქირურგიის მე-15 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.

ღონისძიება, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ორგანიზებით2023 წელს ჩატარდება. საქართველო პირველად უმასპინძლებს ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის სამედიცინო საზოგადოების დარგის წამყვან სპეციალისტს. კონფერენციის ორგანიზატორები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ვანო აბიათარი და კობა შანავა არიან.

კობა შანავა პროფესორი, ივ, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კლინიკური დირეტორი.

_ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის და დარგის განვითარებისთვის ევროპული კონფერენციის თბილისში ჩატარებას?

ეს ფაქტი იმის დასტურია, რომ ჩვენ ღირსი ვართ და ასევე მზად ვართ ევროპის დიდ ოჯახში სრულუფლებიანი წევრი ვიყოთ. მე ვულოცავ ყველას ამ წარმატებას. ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს მსოფლიოს მასშტაბით სამედიცინო მიმართულებაში არსებული სტანდარტების სწრაფად  დანერგვას საქართველოში. ეს იქნება ქართველი ექიმების განვითარებისთვის ძალიან კარგი შანსი.  მათ საშუალება ექნებათ სამედიცინო სიახლეებს და მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებს გაეცნონ პირდაპირ მათი შემსრულებლების მხრიდან. ამ რანგის მსგავსი ღონისძიება პირველად იმართება რეგიონში.

_ვინ დაესწრება ღონისძიებას?

ღონისძიებას დაესწრებიან სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან, წამყვანი ცენტრების ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელები, ის პირები, რომლებიც დღევანდელ მსოფლიო მედიცინაში თანამედროვე სტანდარტს ქმნიან.