1733169705
აშშ-ს CDC-მ 12-15 წლის მოზარდებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის ბუსტერ დოზის გამოყენების ნებართვა გასცა
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) 12-15 წლის მოზარდებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის ბუსტერ დოზის გამოყენების ნებართვა გასცა.
ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, დავიცვათ ჩვენი ბავშვები და მოზარდები კოვიდინფექციისა და მძიმე დაავადების გართულებებისგან“, - განაცხადა CDC -ის დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ.
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის კომისარმა, ჯანეტ ვუდკოკმა აღნიშნა, რომ ვაქცინაცია, გამაძლიერებელი დოზა, პირბადის ტარება და დიდი თავშეყრის ადგილების თავიდან აცილება კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მეთოდად რჩება.