პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს იმ დაავადებების შესახებ, რომლებიც შესაძლოა, ზაფხულში, მზის სხივების ინტენსიური ზემოქმედების შედეგად გამწვავდეს ან პირიქით, გაუმჯობესდეს:
ზაფხულის თვეები და მზის ინტენსიური სხივები, კანის გარკვეული ტიპის დაავადებებისა და კანის ინფექციების განვითარების მაღალ რისკს წარმოადგენს. არის კანის ისეთი დაავადებები, რომლებიც მზის ულტრაიისფერ სხივებთან ზემოქმედების შედეგად შეიძლება, გამწვავდეს და არის დაავადებები, რომლებიც, პირიქით, შეიძლება, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით გაუმჯობესდეს.
არსებობს კონკრეტული დაავადებები, რომლებიც მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად უმჯობესდება. ესენია:
ფსორიაზი - კანის აუტოიუმუნური დაავადებაა და მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით ცალსახად უმჯობესდება. პაციენტები ამბობენ, რომ ზღვა შველით. სინამდვილეში, ზღვა არა - მზე შველით. აღნიშნული პრობლემის მქონე ადამიანებს ფოტოთერაპიასაც ვუნიშნავთ.
ფოტოთერაპია ხელოვნური ულტრაიისფერი სხივებია, რომელსაც სოლარიუმის ეფექტი აქვს.ატოპიური დერმატიტი - როგორც ფსორიაზს შველის ულტრაიისფერი სხივები, ატოპიურ დერმატიტს ისე არ შველის, თუმცა არსებობს პაციენტთა კატეგორია, რომელთა ატოპიური დერმატიტი, მზის ულტრაიისფერ სხივებთან ზემოქმედების შედეგად უმჯობესდება.კვანძოვანი პრურიგო, ბრტყელი ლიქენი და ვარდისფერი პიტირიაზი - ეს არის დაავადებები, რომლებიც მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად უმჯობესდება.რომელი დაავადებების რისკ