VIDEO: „მკლავი მომირჩინა...“ - წყარო ტაძარში, რომელიც ბევრ სნეულებას კურნავს
1782936280
ირანმა და შეერთებულმა შტატებმა არაპირდაპირი მოლაპარაკებების რაუნდი დაასრულეს და არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ მდგრადი მშვიდობისკენ წინსვლა განახორციელეს, - ინფორმაციას Reuters-ი მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მოლაპარაკებების დროს ყურადღება გაამახვილეს იმ საკითხებზე, რომლებიც ორი კვირის წინ დროებითი შეთანხმების გამოცხადებისას მოგვარდა.
მოლაპარაკებებთან დაკავშირებული წყაროების ცნობით, ორი ქვეყნის მომლაპარაკებლებმა დოჰაში ორი დღე გაატარეს და ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლასა და ირანის გაყინული თანხების განბლოკვას განიხილავდნენ, რაც თავდაპირველი შეთანხმების ორი კრიტიკული საკითხია.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, დოჰაში გამართულმა მოლაპარაკებებმა „პოზიტიური პროგრესი“ მოიტანა ივნისში ომის შეჩერების მემორანდუმთან დაკავშირებულ საკითხებში და შვეიცარიაში გამართული სამიტის შედეგებზე იყო დაფუძნებული.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამერიკელმა და ირანელმა მომლაპარაკებლებმა ცალ-ცალკე შეხვედრები გამართეს კატარელ და პაკისტანელ შუამავლებთან.
წყაროს ცნობით, ამ შეხვედრებს არ დასწრებიან ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და აშშ-ის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, რომლებიც რეგიონში მაღალი დონის მოლაპარაკებებისთვის იმყოფებოდნენ.
კატარის საგარეო უწყების ინფორმაციით, შემდეგი შეხვედრა ირანის გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის შემდეგ გაიმართება.