„დაიწყო მზიანი და ზაფხულისთვის დამახასიათებელი მეტეოროლოგიური დღეები“ - ამინდის განახლებული პროგნოზი

ზაფხულის ამინდი

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე, სოციალურ ქსელში ამინდის განახლებულ პროგნოზზე წერს:

„საქართველოში დაიწყო მზიანი და ზაფხულისთვის დამახასიათებელი მეტეოროლოგიური დღეები. მომდევნო დღეებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა იქნება ნორმის ფარგლებში  +30, +32 გრადუსი.

თითქოს ანომალიურად ცხელი ამინდია მოსალოდნელი, არ შეესაბამება სინამდვილეს. ამ ეტაპზე მსგავსი საფრთხე არ არსებობს პროგნოზები მიუთითებს სტაბილურ, ზომიერ ზაფხულის პირველი ნახევრის პირობებზე",- წერს კობა ფარტენაძე.