გაშიფრეს თუ რას ეჩურჩულებოდა მელანია დონალდ ტრამპს რომის პაპის დაკრძალვაზე
1745748244
კლინიკები გადატვირთულია, სეზონური ვირუსული ინფექციები ფართოდ გავრცელებულია, თუმცა ჯერ პიკისთვის არ მიუღწევია, მაგრამ არ არის სწორი ის ინტერპრეტაცია რომელსაც აკეთებენ, რომ კატასტროფა ხდება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის დღეში“ განაცხადა.
„პანიკას თესავენ, რომ ჯანდაცვის სისტემა ვერ უმკლავდება და შიშის ატმოსფეროს ქმნიან. ეს ვირუსები ყოველთვის იყო, მე სპეციალურად ვადევნებ თვალ-ყურს დინამიკას და დღევანდელი რაოდენობა ამ ვირუსების არის ბოლო ათწლეულის საშუალო ციფრებზე, ასე იყო ყოველთვის წინა წლებში. წელს პიკს დეკემბერში ველოდებით“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.