1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
კლინიკის დირექტორი, თსუ-ს პროფესორი, ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი არსენ გვენეტაძე ქართველ მკითხველს მალე ახალ წიგნს შესთავაზებს, რომელსაც "სექსი სიცოცხლის წყარო" ჰქვია.
როგორც არსენ გვენეტაძე "პრაიმტაიმთან" საუბარში ამბობს, ეს წიგნი სექსუალური ცხოვრების თითოეულ ასპექტს მოიცავს, რომელიც თითოეული ადამიანისთვისაა.
გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი ამავე თემაზე „რუსთავი2“-ის ეთერშიც საუბრობს და წყვილებში სექსუალურ დისკომფორტს განმარტავს.
„უამრავი ინტიმური დეტალია, რომელსაც ერთად ვერ გადმოვალაგებთ, მაგრამ არის პრობლემები, რომლებზეც წყვილები ვერ საუბრობენ. ეს ტაბუდადებული თემაა და ექიმთან მისვლაც უჭირთ. წარმოიდგინეთ, რა ძნელია, როცა ყოველი დღე არის წარუმატებელი მცდელობა წყვილთან ურთიერთობისა.
მთელი რიგი კვლევები, მსოფლიოს წამყვანი გაიდლაინები ამბობს, რომ სექსი ორსულობას ვერანაირად ვერ შეწყვეტს, რა ფორმით, რა ინტენსივობითაც არ უნდა ჰქონდეს, თუ არ არის იქ სისხლდენა ან ტკივილი.
ჩვეულებრივად შეუძლია ორსულს, რომ ჰქონდეს სექსი. თუ არც მანამდე უნდოდა, ახლა თავს ამაზე ვერ მოიკლავს. ვისაც სურვილი აქვს და ამის გამო თავს იკავებს, რომ ამან შეიძლება ორსულობა შეწყვიტოს,“, მინდა ვთქვა, რომ შეუძლიათ ჩვეულებრივი სექსუალური ცხოვრება გააგრძელონ“ – ამის შესახებ არსენ გვენეტაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.
ნახეთ ვიდეო