Exclusive: ქალი 25 თვე ცხოვრობდა ქმართან ერთად და 25-ჯერ ჰქონდა აქტი - "სექსი სიცოცხლის წყარო" ასე ქვია წიგნს, რომელსაც არსენ გვენეტაძე გამოსცემს

arsen gvenetadze

კლინიკის დირექტორი, თსუ-ს პროფესორი, ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი არსენ გვენეტაძე ქართველ მკითხველს მალე ახალ წიგნს შესთავაზებს, რომელსაც "სექსი სიცოცხლის წყარო" ჰქვია.

წიგ­ნის ავ­ტო­რმა ორ თა­ნაავ­ტორ­თან - გი­ნე­კო­ლოგ-რეპ­რო­დუქ­ტო­ლოგ ეკა­ტე­რი­ნე ჩო­მა­ხი­ძე­სა და ქოუჩ, ფსი­ქო-სექ­სო­ლოგ­თან ანა ღვი­ნი­აშ­ვილ­თან ერ­თად წიგნის გამოცემა სექსუალური განათლების პრობლემის გამო გადაწყვიტა.

როგორც არსენ გვენეტაძე "პრაიმტაიმთან" საუბარში ამბობს, ეს წიგნი სექსუალური ცხოვრების თითოეულ ასპექტს მოიცავს, რომელიც თითოეული ადამიანისთვისაა.

"წიგნი "სექსი სიცოცხლის წყარო" პოპულარულ ენაზე დაწერილი ნაშრომია იმ ტაბუდადებულ თემაზე, რასაც სექსი, სექსის კულტურა, ჰიგიენა ჰქვია. ეს ცხოვრების ძალის ერთ-ერთი ნაწილია. სექსი ცხოვრების  ხალისისა და ხარისხის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ჯერ კიდევ ფროიდის ხედვით, ორი მთავარი მოტივატორი აქვს ადამიანს - სექსი და დიადად ყოფნის სურვილი.

ცხოვრებამ გვაჩვენა, რომ განათლებულ ადამიანებსაც კი ინტიმურ თემებსა თუ დეტალებზე მწირი წარმოდგენა აქვთ. წიგნი ჩემი ნახატებით არის დასურათებული.

წყვილები, რომლებმაც წარმოდგენა არ აქვს სექსის რეგულაციაზე, მაგალითად ერთ ქალს ექიმმა ურჩია, რომ დასაორსულებლად  უკეთესი იქნებოდა, თუ სექსუალური აქტი თვეში ერთხელ ექნებოდა. ის ქალი 25 თვე ცხოვრობდა ქმართან ერთად და 25-ჯერ ჰქონდა აქტი.

ექიმიც დაასახელა, ვინც მსგავსი რეკომენდაცია მისცა და არც თავად ეს პაციენტი არ არის გაუნათლებელი, მაგრამ ვხედავთ, რომ საჭირო განათლება სექსუალური კუთხით ბევრს არ აქვს.

ამ წიგნში იქნება ინფორმაცია ყველაფერი სექსუალური ცხოვრების შესახებ, მათ შორის დისკომფორტზე, ორგაზმზე, პოზაზე, რეგულირებაზე წაიკითხავენ ასევე, უშვილობაზე, სექსზე გამრავლებისთვის და სექსზე გამრავლების გარეშე და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებზე.

ამ ადამიანებს არავინ ასწავლის სექსს, ყურმოკვრით იციან ეს თუ ის, მნიშვნელოვანი ასპექტი, ან თავიანთი ინტერპრეტაციით, რომელიც სწორი მიდგომებისგან შორს არის." - ამბობს არსენ გვენეტაძე.