ნეიროქირურგიული ჩარევები თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში - უახლესი საოპერაციო სისტემა

ნეიროქირურგიული ცენტრი

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრია, სადაც ხორციელდება ნეიროქირურგიული ჩარევების სრული სპექტრი. ნეიროქირურგიის ცენტრში ოპერაციები ტარდება უახლესი მეთოდებით და თანამედროვე საოპერაციო სისტემების გამოყენებით.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ნეიროქირურგიულ დეპარტამენტში უახლესი თაობის ეგზოსკოპის ORBEYE Surgical Microscope -ის  გამოყენება დაიწყო 2019 წლის აგვისტოდან. თბილისის ცენტრალური საავადმყოფო მეორე კლინიკაა ევროპაში სადაც აღნიშნული საოპერაციო სისტემა დაინერგა.

კლინიკაში აღნიშნული საპერაციო სისტემით ტარდება სხვადასხვა სახის  ოპერაციები

  • ოპერაციები ხერხემალზე (სხვადასხვა სეგმენტის თიაქრები,  ხერხემლის ტრამვები)
  • ოპერაციები თავის ტვინზე (ანევრიზმა, ინტრაცერებრული ჰემორაგია, მიკროვასკულური დეკომპრესია, მალფორმაციები, ცერებრალური აბსცესები);
  • ონკოლოგიური ოპერაციები (მენინგიომა, გლიური ჯგუფის სიმსივნეები, ჰიპოფიზის ადენომა, ინტრაორბიტული სიმსივნე) აღნიშნული ქირურგიული ჩარევების ჩასატარებლად გამოიყენება სხვადასხვა მიდგომები, რომლის საშუალებასაც გვაძლევს უახლესი ციფრული სისტემა

თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ოპერაციები ტარდება ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგით,  რაც საშუალებას გვაძლევს თავიდან იქნას აცილებული გარკვეული სტრუქტურების ინტრაოპერაციული დაზიანება და შევამციროთ ინვალიდიზაციის ხარისხი

ეს მეთოდი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ქირურგიული ოპერაციების ხარისხს, ამცირებს პოსტოპერაციული  ნევროლოგიური გართულებების სიხშირეს, რაც სტატისტიკურად დამტკიცებულია მრავალი კვლევის შედეგად.

ნეიროქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი ნეიროქირურგი გოგი მაღალაშვილი

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო

სპეციალისტთან კონსულტაციაზე ჩასაწერად 2 10 44 44

მის: ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5