ცნობილია, ვინ გათავისუფლდება ტრანსპორტის მართვის უფლების შეჩერებისგან, ერთჯერადად
1765867051
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში, ლატვიის ტელევიზიის ( LTV ) გადაცემა De facto - ში გასულ სიუჟეტს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ გასულ წელს ევროკავშირიდან ლატვიის გავლით, რუსეთში თითქმის ორი ათასი ტონა ნატურალური კაუჩუკი იქნა ექსპორტირებული.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ეს კიდევ ერთი მკაფიო დასტურია იმ "მეგობრობისა", რასაც ევროკავშირი და ბალტიისპირეთის ქვეყნები იჩენენ უკრაინელების მიმართ.
„აი კიდევ ერთი სამხილი ბალტიისპირეთის, სახელდობრ ვითომდაც უკრაინის მოკავშირე ლატვიელებისგან. თავად მათივე ტელევიზიის ცნობით ევროკაშირიდან ლატვიის გავლით რუსეთში გადის კაუჩუკი, რომლისგანაც კრემლი ამზადებს იმ თვითმფრინავის ბორბლებს, რომელი თვითმფრინავებითაც შემდეგ აგრესორები ხოცავენ უკრაინელებს.
ეს კიდევ ერთი მკაფიო დასტურია იმ "მეგობრობისა", რასაც ევროკავშირი და ბალტიისპირეთის ქვეყნები იჩენენ უკრაინელების მიმართ.
და ამის შემდეგ ესენი საქართველოს რაღაცაზე მიუთითებენ...“ - წერს გვენეტაძე.