1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ბოლო კვირის განმავლობაში დასტაბილურდა. დაბალია როგორც დადებითობის, ისე ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. მედიკოსების თქმით, მნიშვნელოვანია დავიცვათ რეკომენდაციები და ვაქცინაციის პროცესში ჩავერთოთ, რათა სტაბილური ეპიდვითარება შევინარჩუნოთ.
„ზოგადად ჰოსპიტალურ სექტორში მიმართვიანობა საკმაოდ, საგრძნობლად არის შემცირებული. ასევე, პირველადი ჯანდაცვის რგოლშიც მაქსიმალურად სტაბილური მდგომარეობაა. ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ასეთი მყარი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა“, - განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა, თერაპევტმა მაკა ბულეიშვილმა.