მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ Covid-19-ის ვაქცინის გვერდითი მოვლენების 2/3-ზე მეტს პლაცებოს ეფექტი იწვევს

covid

პლაცებოს ეფექტი ყველასათვის ცნობილი ფენომენია, რომელიც ადამიანის ფიზიკურ ან მენტალურ ჯანმრთელობას ფარმაკოლოგიური ჩარევის გარეშე აუმჯობესებს.

მართალია, პლაცებოს ეფექტის ზუსტი ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და გენეტიკური საფუძველი კარგად არ არის შესწავლილი, მაგრამ ბევრ მეცნიერს საკუთარი მოსაზრება გააჩნია. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, პაციენტი-ექიმთან ურთიერთობაში ჩაშენებული არაცნობიერი ფაქტორები ავტომატურად ამცირებს სიმპტომებს. ზოგიერთ შემთხვევაში კი პლაცებოს ეფექტს ნეგატიური შედეგები აქვს — ე. წ. „ნოცებო ეფექტი“.

Beth Israel Deaconess Medical Center-ის (BIDMC) მკვლევარებმა ცდისპირებზე კორონავიურის ნამდვილი ვაქცინა და პლაცებო გამოცადეს.

კვლევაში ორი ჯგუფი მონაწილეობდა, რომელთაგან ნაწილს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, ნაწილს კი პლაცებოს ინიექცია გაუკეთეს.

შედეგად, ორივე ჯგუფში შეინიშნებოდა სტანდარტული გვერდითი ეფექტები.

მეცნიერების თქმით, ნამდვილი ვაქცინის შემთხვევაში გაცილებით მეტი იყო თავის ტკივილისა და დაღლილობის შეგრძნება…

თუმცა მათ მესამედს, ვინც პლაცებოს ინიექცია მიიღო, ანალოგიური სიმპტომები აღენიშნებოდა.

მკვლევარებმა Covid-19-ის ვაქცინების 12 კლინიკური ცდის მონაცემი გააანალიზეს. ცდის პირების რაოდენობა ასე გადანაწილდა: 22 578 პლაცებოს და 22 802 ვაქცინის მიმღები.

პირველი ინიექციის შემდეგ პლაცებოს მიმღებთა 35%-ზე მეტს სისტემური გვერდითი მოვლენები განუვითარდა. ხოლო რეალურად ვაქცინირებულთა შემთხვევაში პროცენტული მაჩვენებელი 46-ს აღწევდა — ამასთან, მათი ზოგიერთი გვერდითი მოვლენა მაინც ნოცებოს ეფექტთან იყო დაკავშირებული.

უკვე მეორე დოზის მიღების შემდეგ პლაცებოს ჯგუფში გვერდითი მოვლენები 32 პროცენტამდე შემცირდა. ვაქცინირებულთა შორის 61% კი სისტემური გვერდით ეფექტს უჩიოდა. გამოთვლების თანახმად, მეორე დოზის შემდეგ არსებული გვერდითი ეფექტების თითქმის 52% ნოცებო იყო.