"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
ინფექციური კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, ქვეყანაში ეპიდემიური მდგომარეობა სტაბილური და დადებითია.
„ეპიდსიტუაცია ამჟამად სტაბილურია, მე ვიტყოდი, რომ კარგია. დღიურად საშუალოდ ფიქსირდება 400-ის ფარგლებში ახალი შემთხვევა და რაც ყველაზე სასიხარულოა, მივაღწიეთ იმას, რომ გარდაცვალების რიცხვი არის მინიმალური. რიგი სუფთა სამედიცინო კლინიკური ღონისძიებებით, კერძოდ ავადმყოფების ე.წ. პროაქტიული მკურნალობით, სხვადასხვა მედიკამენტით მივაღწიეთ იმას, რომ გარდაცვალებულთა რიცხვი საქართველოში თანდათან შემცირდა და დღეს არის უფრო დაბალი, ვიდრე ევროპის უმრავლეს ქვეყანაში“, - განაცხადა ცერცვაძემ.