მაგნიტური ქარიშხალი 2025 წლის სექტემბერში: ასტროლოგებმა თვის ყველაზე საყურადღებო თარიღები დაასახელეს
1757016593
ამ სეზონზე ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვრობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ რუჯის მიღებას და ლეღვის ნახარშს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.
„ლეღვი მიირთვან ხილად, ჩირად მურაბად, ფაფად. ლეღვის ფოთლების გამოყენება და რუჯი ერთმანეთთან საერთოდ არ არის კავშირში. ვერც მოახერხებენ გარუჯვას ვერანაირად, პირდაპირ დაიწვებიან“, - ამბობს გუგა ქაშიბაძე.
შეგახსენებთ, რომ რუჯის მიღების მიზნით 16 წლის მოზარდმა ლეღვის ნახარში წაისვა. იგი სტაციონარშია მოთავსებული.