გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ტყიბულის შახტში დაშავებული რვა პირიდან სამი დამწვრობისა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მათგან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.
„გამთენიისას შემოიყვანეს რვა მეშახტე. მათ სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად მიიღეს სხვადასხვა სახის დაზიანება. სამი პირი მოთავსებულია დამწვრობისა და რეანიმაციულ განყოფილებაში, მათგან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებულად მძიმეა.
ამ ეტაპისთვის ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტს, რომლის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, სხეულის 60% აქვს დაზიანებული, რასაც ემატება სასუნთქი გზების დაზიანება და განგრძობითი შოკი“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
ძლიერი აფეთქება მინდელის მაღაროში იმ დროს მოხდა, როდესაც მიწის სიღრმეში მემაღაროები იმყოფებოდნენ. დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა 8. დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილობრივ კლინიკაში გაუწიეს.