კოლიკა და დისბიოზი ჩვილებში - Prolife Infant-ის როლი ნაწლავური მიკროფლორის აღდგენაში

კოლიკა და დისბიოზი ჩვილებში - Prolife Infant-ის როლი ნაწლავური მიკროფლორის აღდგენაში

 Prolife Infant - სიახლე ქართულ ფარმაცევტულ ინდუსტრიაში - ახალშობილებისთვის შექმნილი, მონოკომპონენტური, ჭკვიანი პრობიოტიკი, რომელიც აღადგენს ნაწლავურ მიკროფლორას, ეხმარება კოლიკის მართვას დაეფექტურია ნაწლავური დისბიოზის დროს.

თანამედროვე პედიატრიული პრაქტიკა უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ბავშვის ჯანმრთელობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს - ნაწლავის მიკრობიოტის ბალანსს. ნორმალური ბაქტერიული ფლორა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვილობის ასაკში, რადგან ის არამარტო საკვების ადვილ მონელებას უწყობს ხელს, არამედ იმუნური სისტემის სწორ განვითარებაშიც მონაწილეობს. სწორედ ამიტომ, რამდენადაც წინსვლას ვხედავთ მედიცინასა და ბიოლოგიაში, სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ჯანმრთელი ნაწლავის გარემო მთელ ორგანიზმის კეთილდღეობაზე დადებით გავლენას ახდენს - განსაკუთრებით თავდაცვით ფუნქციებსა და დაავადებების პრევენციაში.

პროლაიფ ინფანტი 1 არის პრობიოტიკული დანამატი, რომელიც შეიცავს Lactobacillus reuteri LR92-ის ცოცხალ რძემჟავა ბაქტერიებს, რომლებიც ცნობილია თავისი დადებითი ზეგავლენით ნაწლავის მიკრობიოტაზე და შესაძლებლობით, ხელი შეუწყონ დისბიოზის წინააღმდეგ ბრძოლას, როგორც ანტიბიოტიკოთერაპიით გამოწვეულ, ისე კვებითი ფაქტორებით განპირობებულ შემთხვევებში. პროდუქტი შექმნილია სპეციალურად ჩვილებისთვის (0+) და უზრუნველყოფს რბილ, ორგანიზმისთვის უსაფრთხო მოქმედებას.

პრობლემური ნაწლავის ბაქტერიული ბალანსი, ანუ დისბიოზი, შეიძლება, გამოიწვიოს სხვადასხვა კლინიკურად გამოხატული სიმპტომი, მათ შორის კოლიკა ჩვილებში, საკვების უკან დაბრუნება ჭამის შემდეგ, ფუნქციური ყაბზობა და დიარეა. პრობიოტიკების როლი ასეთ სიტუაციებში არის სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობის გაზრდა და ბაქტერიული მრავალფეროვნების გაძლიერება, რაც სასარგებლოა საერთო ნაწლავის ფუნქციისთვის. სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ ლაქტობაცილუს-პრობიოტიკები, მათ შორის Lactobacillus reuteri-ზე დაფუძნებული პრეპარატები, შეიძლება, შემცირდეს მავნე ბაქტერიების რაოდენობა და ხელი შეუწყოს ჯანსაღი ბაქტერიული რეჟიმის ჩამოყალიბებას ჩვილებსა და ბავშვებში.

ერთგვარად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრობიოტიკების გამოყენება ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ, რადგან ასეთ დროს ორგანიზმის სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობა ხშირად მნიშვნელოვნად მცირდება, რასაც შეუძლია, გამოწვიოს გადამეტებული მავნე ბაქტერიების ზრდა და დისბიოზის სიმპტომები. პრობიოტიკების დამატება ამ ვითარებაში ეხმარება ნაწლავის ბაქტერიული ბალანსის სწრაფ აღდგენას და ზოგადი საჭმლის მომნელებელი სისტემის სტაბილიზაციას - რაც ხელს უშლის გართულებების განვითარების შესაძლებლობას და თავსებადობასთან ერთად უძლიერებს ბავშვთა კეთილდღეობას.

კვლევები ასევე მიუთითებენ, რომ Lactobacillus reuteri აუცილებლად არ არის მხოლოდ დამატება, არამედ არის მეტად შესამჩნევი ეფექტის მქონე ბაქტერია გარკვეულ კლინიკურ შემთხვევებში: მაგალითად, ერთმა განზოგადებულმა მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ ლაქტობაცილების შემცველმა პრობიოტიკებმა შეიძლება, მნიშვნელოვნად შეამციროს ჩვილის კოლიკის სიმპტომები, მათ შორის, კოლიკის დროს ჩვილის პერიოდული გაღიზიანება და ტკივილის ნიშნები.

პროლაიფ ინფანტი დამზადებულია იტალიაში, უმაღლესი, ევროპული სტანდარტებით და წარმოდგენილია საქართველოში ფარმაცევტული კომპანია სმარტფარმის მიერ. მისი გამოყენება რეკომენდებულია როგორც ნაწლავის ბაქტერიული ბალანსის მხარდაჭერისთვის, ასევე კოლიკისა და ანტიბიოტიკოთერაპიით ან კვებით გამოწვეული დისბიოზის პრევენციისა და მკურნალობისთვის ჩვილებში. პროდუქტის ფორმა და მისი მიღების სისტემა, ზუსტად განსაზღვრავს დოზებს, (6 წვეთი დღეში ერთხელ) და ნეიტრალური არომატი უზრუნველყოფს სიმარტივეს, კომფორტს და ბავშვის გარემოსთან ადაპტაციას.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ბაქტერიული ბალანსი ჩვილის ასაკში განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია არამარტო ფიზიოლოგიური ფუნქციებისთვის, არამედ იმუნური სისტემის განვითარებისთვისაც. ზოგადი სამეცნიერო მონაცემები ამტკიცებს, რომ ჯანმრთელი ნაწლავი უზრუნველყოფს საკვების უკეთესად შეწოვას, იმუნური სისტემის მუშაობას და ინფექციების წინააღმდეგ ბუნებრივ დაცვას. ამიტომ, სწორი ბაქტერიული ფლორასა და ნაწლავის ბალანსის მხარდაჭერა ბავშვთა ასაკში არ არის უბრალოდ „დამხმარე ნაბიჯი“ - ეს არის ინვესტიცია ჯანმრთელობაზე და ზოგად კეთილდღეობაზე.

კვლევები ადასტურებს, რომ პრობიოტიკები, განსაკუთრებით Lactobacillus reuteri-ზე დაფუძნებული, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნაწლავის ჯანმრთელობისა და საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებაში ჩვილებში, განსაკუთრებით დისბიოზის ფონზე ან ანტიბიოტიკური მკურნალობის შემდეგ.