პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბოლო წლებია ხშირად ვისმენთ და ვკითხულობთ, რომ საქართველოში სამშობიაროდან უამრავი ჩვილი მოიპარეს, მიცვალებულად გაასაღეს, ანდაც, ოჯახის წევრის ინტერესით გააშვილეს, მშობლების მალულად. თითქოს, აღარაფერი გაგვაკვირვებს, მაგრამ ყოველ ჯერზე სიბრაზე და გაოგნება მაინც გვიპყრობს.
ამჯერად, ჯგუფში „ვეძებ“ მორიგი ისტორია ვრცელდება, ქალი ეძებს შვილს, რომელიც დედამთილის სურვილით გაშვილდა და მაშინ ეგონა, რომ გარდაიცვალა.
„ვიმშობიარე 1983 წელს მაისში, ვიყავი 19 წლის რომ დავორსულდი, ორსულობის დროს ხშირად ვიყავი ცუდად. მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობდით თბილისში, ორსულობის ბოლო თვეში წავედით სოფელ ბაღდათში, გინეკოლოგთან ვიზიტის დროს არანაირი ანალიზი, ისე გამსინჯა ექიმმა და გამომიშვეს გარეთ, შიგნით დარჩა დედამთილი და ექიმი. რაზე ილაპარაკეს არ ვიცი, გამოდიან და მეუბნება ექიმი, რომ მაქვს თირკმელების ანთება და დამინიშნა წამალი, მისი თქმით ანტიბიოტიკი, იმის დალევა და გავხდი ცუდად, დამეწყო მშობიარობა.
მეყოლა ბიჭი, ექიმის ნათქვამიც გავიგე, რომ თქვა რა ლამაზი ბავშვიაო. გაიყვანეს პალატაში, მაგრამ მითხრეს, მკვდარი დაიბადაო. დავიწყე ტირილი, მაჩვენეთ ჩემი შვილითქო, მაგრამ არ მაჩვენეს. დამეწყო დენა და ვიცლებოდი სისხლისაგან, არ ეგონათ თუ გადავრჩებიდი. არც ცხედარი არ გვაჩვენეს. დალუქული ყუთი გაატანეს ჩემებს. გამოვითხოვე საბუთები და არც მშობიარობა მიფიქსირდება და არც გარდაცვალება ფიქსირდება“, - წერს ქალი.